მტერმა, ალბათ, დროებით დათმო კიევის ბლოკირების ამოცანა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებს, რომ მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და, “ალბათ, დროებით დათმო კიევის ბლოკირების ამოცანა”.

მათივე ცნობით, რუსული არმია ახორციელებს გადაჯგუფებას და ფოკუსირებულია შეტევით ოპერაციებზე აღმოსავლეთ ოპერატიულ ზონაში.

გენშტაბის ოპერატიული ინფორმაციით, ოკუპანტი ზრდის დონეცკისა და ტავრიას რაიონებში ჯარების ლოგისტიკურ მხარდაჭერას.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთი დატოვებს კონტიგენტის ნაწილს კიევთან, რომლის ამოცანა იქნება უკრაინის ჯარის შეკავება.

მისივე ცნობით, ჯარების ნაწილი, რომლებიც განლაგებული იყვნენ დედაქალაქის მახლობლად, გადაყვანილნი არიან დონბასში უკრაინული ძალების პოტენციურად ალყაში მოსაქცევად.

ცნობისთვის, გუშინ სტამბოლში მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ რადიკალურად შეამცირებს კიევთან და ჩერნიგოვთან საომარ მოქმედებებს.