“დღეს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარა. დიდი მადლობა ევროპარლამენტარებს. კენჭისყრის შემდეგ რუსეთმა ყველას დაუმტკიცა, რომ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.
მტერმა ჩვენი ინფრასტრუქტურის, ენერგობლოკებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ 63 რაკეტა ისროლა. ტრაგიკული შედეგები მივიღეთ. ბევრი დაჭრილი გვყავს. დაღუპულებიც არიან. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.
რაც შეეხება ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებას, ვმუშაობთ, რომ მალე აღვადგინოთ. ყველაფერს განვაახლებთ და ყველაფერს გადავლახავთ, რადგან ჩვენ გაუტეხელი ერი ვართ”.
განაცხადა უკრაინის პრეზიდემტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.