მშვიდად, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ უნდა შევხვდეთ – პაპუაშვილი ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე

ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედის ეთერში ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე დასმულ კითხვას.

“ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და ამიტომაც არის განცხადებები. თქვენ ნახეთ, მათ შორის, ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორები, რომ ისინი არ აღიარებენ არანაირ რეფერენდუმს. როდესაც არჩევნები იყო, მყისიერად გაკეთდა იქ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე, რომ არ აღიარებს არავინ ამ არჩევნებს. თავისთავად, ეს არის არაღიარების სამართლებრივი ეფექტი. თავისთავად, რიტორიკის დონეზე, ესკალაციის დონეზე ეს თამაშობს გარკვეულ როლს. აქაც ჩვენ გარკვეულწილად მშვიდად, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ უნდა შევხვდეთ ამ საკითხებს. სიმტკიცე გულისხმობს იმას, რომ იყოს მყისიერი რეაქცია ამ საკითხებზე როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ ამას რაიმე გავლენა არაღიარების პოლიტიკაზე არ ექნება.” – განაცხადა  პაპუაშვილმა.