ნათელი ხდება, რომ ოცნებისთვის პრობლემა არაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება – მეგრელიშვილი

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ნიშნავს, რომ მისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება პრობლემა არ არის.

“კობახიძემ არ ახსენა შეთანხმება, რომელიც დაკავშირებული იყო ბარიერის 2%-მდე დაწევასთან. როგორც ჩანს ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებით, ნათელი ხდება, რომ მისთვის პრობლემა არ არის 2022-ში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. გამოვიდა რომ ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს გადაწყვეტილება? ერთადერთი პუნქტი არის რისკის ქვეშ, რომელიც არც ნაციონალურ მოძრაობას აწყობს და არც ქართულ ოცნებას”,– თქვა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.