ნანუკა ჟორჟოლიანს წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში არ უშვებენ

ამ დროისთვის წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების ხელახალი განხილვა მიმდინარეობს.  საკუთარი ხმების დასაცავად  კომისიაში ენმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი მივიდა.

სამართალდამცველებს საოლქო კომისია პიკეტირებული აქვს და ნანუკა ჟორჟოლიანს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

“ჩემი მხარდამჭერები ვერ შემოვლენ, ეს კანონის დარღვევაა, თუმცა მე, როგორ კანდიდატს, მაქვს უფლება შევიდე იმიტომ რომ აქ იხილება ის საჩივრები, რომლებიც დაწერილია ჩვენი წარმომადგენლების მიერ. მინდა ნიჟარაძეს, თამარ ჟვანიას ლეკვს, ვკითხო, ვინ არის ის 6 ათასი ადამიანი, რომლებიც არჩევნებამდე 24 საათით ადრე გაჩნდნენ სიაში”,– ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.