ნაცვლიშვილი ამნისტიაზე: ვაპატიოთ, მაგრამ ვიცოდეთ, ვის ვპატიობთ და რას ვპატიობთ

პარტია ლელოს ერთ–ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არც მისი და არც ლელოს მიზანი არ არის 20 ივნისის “გარეცხვა”.

მისივე განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიზანია, დაზარალებულებმა და საზოგადოებამ იცოდეს, ამნისტიით ვის რას პატიობენ.

“ვხედავთ ღია მცდელობას, რომ მოხდეს 20 ივნისის “გარეცხვა”. არც ჩემი პოლიტიკაში შემოსვლის და არც ლელოს შექმნის მიზანი არ ყოფილა ვინმეს “გარეცხვა”. ჩვენი ერთ–ერთი მიზანია, ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ტყუილში, სიბნელეში, ხელისცეცებაში და სპეკულაციებით სიარული. ამის ყველაზე სწორი და ერთადერთი ინსტრუმენტი არის  საგამოძიებო კომისია.

არის ასევე გამოთქმა ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ასეთ რთულ მოვლენას გადის საზოგადოება და მერე ხდება ამნისტია ან მსგავსი მექანიზმები ფართომასშტაბიანი, რაზეც ოცნება საუბრობს. დავივიწყოთ და ვაპატიოთ, რაც ჩაიდინეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვის ვპატიობთ და რას ვპატიობთ. იცოდე სიმართლე, ეს არის დაზარალებულის და საზოდოების უფლება”,– ამბობს ანა ნაცვლიშვილი TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, ლელო გამოდის ინიციატივით, 20 ივნისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას და გაირკვეს, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ვინ გასცა ბრძანება.