ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში 2 ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს – აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ისინი ამ დრომდე იძებნებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 15 სექტემბერს ნაქირავები მანქანით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ, მათივე ცნობით, გარდაცვლილს 10-ზე მეტი ტყვია ა.ჭ.-მ ესროლა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.