”გულწრფელად გეუბნებით, სიღრმისეულად არ ვფლობ ამ საკითხს, რომელი ოპოზიციური პარტია აპირებს გაერთიანებას, როგორია დინამიკა ამ პროცესის, მაგრამ საზოგადოებისთვის რაც უკვე ცნობილია, რომ ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და გირჩი, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი, ალბათ, სერიოზული არ არის. ასე ვაფასებ როგორც ხუმრობით, ასევე სერიოზულად.
მე, ნაციონალური მოძრაობის რაც არ უნდა ძალიან მწვავე ოპონენტი, იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკად წასვლას, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე, ამა თუ იმ ფორმით არიან. ამის მიუხედავად, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ამ ზეროებისგან განსხვავებით, ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, ეს ზეროების გაერთიანება ევედრება ნაციონალურ მოძრაობას შეგვიერთეთო, მაგრამ აქ კიდევ მეორე ალოგიკურობას ვაწყდებით, რომ ეს ყველა იყო ნაციონალური მოძრაობის ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ. შესაბამისად, ეს ანალიზი, დისკუსია, რას და რატომ აკეთებენ, პრინციპში, არ არის არც პოლიტიკურად და არც პოლიტოლოგიურად საინტერესო.”
განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძეზე, პარტია დროას ლიდერ ელენე ხოშტარიასა და გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერ ზურა ჯაფარიძეზე საუბრისას