ოკუპანტები რეორგანიზებისთვის ბელარუსსა და რუსეთში დაბრუნდნენ – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მძიმე დანაკარგების გამო იძულებული გახდნენ რეორგანიზებისა და რესურსების მომარაგებისთვის ბელარუსსა და რუსეთში დაბრუნებულიყვნენ.

“რუსული ქვედანაყოფები, რომლებმაც მძიმე დანაკარგები განიცადეს, იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ბელორუსიასა და რუსეთში რეორგანიზაციისა და რესურსების მომარაგების მიზნით”,– აცხადებს უწყება და აღნიშნავს, რომ ასეთი მოქმედება დამატებით ზეწოლას ახდენს რუსეთის ისედაც დაზიანებულ ლოჯისტიკაზე და მეტყველებს იმაზე, თუ რა სირთულეებს აწყდება რუსეთი უკრაინის წინა ტერიტორიებზე მისი ქვედანაყოფების რეორგანიზაციისას.

მათივე ცნობით, რუსეთი სავარაუდოდ გააგრძელებს სახმელეთო მანევრირების კომპენსირებას მასიური საარტილერიო და სარაკეთო თავდასხმებით.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის განცხადება, რომ ფოკუსირებას დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე მოახდენს, აღიარებაა, რომ ის იბრძვის წინსვლის ერთზე მეტი მნიშვნელოვანი ღერძის შესანარჩუნებლად.