ოკუპანტებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსულ სატელეფონო კოდზე გადაჰყავთ

რუსულ სამთავრობო სააგენტოს, РИА Новости-ის ინფორმაციით,  დროებით ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები ოკუპანტებს რუსულ სატელეფონო კოდზე,+7-ზე გადაჰყავთ.

ზაპოროჟიეს რეგიონი რუსულ სატელეფონო კოდზე, +7-ზე გადადის. რეგიონში უკვე სატელეფონო კავშირის ახალი ოპერატორი შემოვიდა,” – განაცხადეს ოკუპირებული რეგიონის “ადმინისტრაციაში”.

“რია ნოვოსტის” ცნობით, რეგიონში უკვე იყიდება სიმ-ბარათები რუსული ნომრით.