ოკუპირებული ცხინვალი მზადაა, დონეცკიდან ობოლი ბავშვები მიიღოს

ოკუპირებული ცხინვალი მზადაა, დონეცკიდან ობოლი ბავშვები მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ, ოსური მედია ავრცელებს.

ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებულ ლიდერს, დენის პუშილინს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ცხინვალი ობოლი ბავშვების მისაღებად მზადაა.

ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახმარების შეთავაზება ასევე გაეგზავნება ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერსაც.