ვფიქრობ, რომ გარდაუვალია [ომიკრონის შემოსვლა], იმიტომ რომ უკვე 57 ქვეყანაშია და ალბათ ჩვენც არ ვიქნებით გამონაკლისი, რაღაც დროში შემოვა.

მისი შეკავება არის წესების დაცვში და რაც შეიძლება მეტ აცრაში. შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით ამ თვის განმავლობაში შეიძლება გამოჩნდეს [„ომიკრონი“]. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ განსაკუთრებით 60 წლის ზევით მოსახლეობას, რომ აიცრან.

უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ახალგაზრდა ასაკში, რეინფიცირების რისკი მეტია ამ შტამით, მაგრამ, მეორეს მხრივ, დამაიმედებელია ის, რომ, არ აქვს უფრო რთული კლინიკური მიმდინარეობა, ვიდრე “დელტა“ შტამს, ან „დელტა+“-ს”

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ახალ შტამზე.