ონლაინ კაზინოების რეგულირების საკითხს მთავრობა ამ კვირაში დააინიცირებს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ონლაინ კაზინოების რეგულირების შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დააინიცირებენ.

“ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, ბატონ ლაშას [ხუციშვილს] ჰქონდა საუბარი პარლამენტთან, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება უკვე ინიცირება კანონპროექტის. უფრო ჩქარა რომ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები”, – განაცხადა  ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ცნობისთვის, მთავრობა გეგმავს, პირველ ეტაპზე ონლაინკაზინოებს გაუზარდოს გადასახადები, ასაკი აწიოს 25 წლამდე, შემდეგ კი ის აკრძალოს.