ოპოზიცია გოიმურია თუ სვეტური, ამას ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გვიჩვენებს – ვოლსკი

უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიცია “გოიმურია თუ სვეტური”, ამას ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები აჩვენებს.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ტერმინოლოგიას მათი ოპონენტებიც იყენებენ.

„ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობს, ზოგი ამბობს – „ნაცები შმაცები”, ისინიც ხანდახან იყენებენ გარკვეულ სიტყვებს და მე არ გამიგია, რომ თქვენ გეკითხათ, თუ რატომ მოიხსენიებენ ისინი თავის ოპონენტებს აუგი სიტყვით, გოიმურია თუ სვეტურია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები,”- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისეთი ,,გოიმური” და ,,მარგინალური” ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია შეკრებილი, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.