ორგანიზმში ალკოჰოლისა და კოფეინის კვალი აღმოჩნდა – ომსკის ჯანდაცვის უწყება ალექსეი ნავალნიზე

რუსი ბლოგერის ალექსეი ნავალნის შარდში ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ომსკის რეგიონის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

„დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქსიბუტირატები, ბარბიტურატები, სტრიქნინი, კრუნჩხვის გამომწვევი ან სინთეტიკური შხამები არ გამოვლენილა. შარდში აღმოჩენილია ალკოჰოლი და კოფეინი“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის გამო თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.