ორთაჭალაში სატვირთო მანქანა დაგორდა და მოქალაქე მოიყოლა

ორთაჭალაში,  გორგასლის 41 ნომერში, კალანდაძის ქუჩის დასაწყისში სატვირთო მანქანა დაგორდა და მოქალაქე მოიყოლა.

გარდაცვლილია 15 წლის მოზარდი.

ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.