ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია, დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია, ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს. მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები,მ ქვეითად მოსიარულეები სადაც გადაადგილდებიან, ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.