“ჩემი აზრით, ქართულ ოცნებას რაღაცნაირად თავად მოუწევს სააკაშვილის გათავისუფლება, 6 წელს ალბათ სააკაშვილი არ მოიხდეს. კარგი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა შერიგების ფონზე, რომ კიდევ არ გაგრძელდეს ეს დაპირისპირება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ამ დაუსრულებელი კონფლიქტის დასასრული იყოს. […]

შერიგება სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე ვერ მოხდება, ჩემი აზრით. ის შეიძლება მაინც გათავისუფლდეს და შერიგება არ მოხდეს, მე ამის გამორიცხვა მინდა. მე მინდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად რაღაცნაირი შერიგებაც მოხდეს. შერიგება, მიტევება, მონანიება – ეს სიტყვები ჩემზე უკეთესად იმ ხალხმა იცის, ვინც ასევე საუბრობს ამ თემაზე. მე სასულიერო პირების დახმარებასაც მოვიშველიებდი ამ შემთხვევაში”

ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია TV პირველის ეთერში.