ოცნება მსჯელობს პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატების გამოქვეყნებაზე – გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქართული ოცნება მსჯელობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაზე.

“რა მოხდა გუშინ ქართული ოცნების ოფისში? – იმსჯელეს ძალიან ბევრი და მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი მათ წალეკავს და მსჯელობენ, ხომ არ გამოიყენონ ეს გამოგდებული მასალა, რომელიც სისტემის სამხილებლად არის გამოდებული, ასევე მასწავლებლებთან დაკავშირებული ფაქტები, კრებსები და გამოყარონ უკვე პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატები პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე და ა.შ. მერე თქვან, რომ აი, ასე ხომ ვრცელდებოდა, ახლა ეს გავრცელდა. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა”,– თქვა მან TV პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებასთან არის ძალიან ახლოს.

გვარამიას განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა მამუკა მდინარაძემ და განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას უახლოეს დღეებში გეგმავს ნაციონალური მოძრაობა. მისი მტკიცებით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას.