“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში “ქართული ოცნება”, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, “ქართული ოცნების” ყველა ლიდერი ატყუებდა საზოგადოებას, რომ ყველა პუნქტი შესრულდა. როგორც აღმოჩნდა, რეკომენდაციები შესრულებული არ არის და ამაზე ხაზგასმა გააკეთა ევროკომისია, 12- დან მხოლოდ 3 არის შესრულებული. რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც კვლავ უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის, ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დეპოლარიზაცია, მედიაპლურალიზმი და ა.შ. კვლავ რჩება ღიად და ევროკომისია მისი შესრულებისკენ მოუწოდებს. ტყუილი არ იფუთება ბოლომდე და ეს გამოჩნდა დღეს. რეკომენდაციები არ სრულდება და ამის გარეშე რა თქმა უნდა, საქართველოს შეექმნება სერიოზული დაბრკოლებები”,

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველომ 12- დან 3 რეკომენდაცია შეასრულა.