”პარტნიორებისგან მივიღეთ შენიშვნა, რომ ვაქცინებს ვასხვავებთ”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
”ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მივიღეთ უკვე შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვასხვავებთ ვაქცინებს და ეს არანაირად მისალმებული არ არის საერთაშორისო პარტნიორებისგან, ვინაიდან, მსოფლიოში ყველგან ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან და იკეთებენ ვაქცინას, არ არჩევენ მათ სახელის და მწარმოებლის მიხედვით. ჩათვლილი არის, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ მათი მიდგომა.”-ამბობს ტიკარაძე.