პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს წერილს სწერს და თხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს წერილი უნდა გადასცეს, რომელშიც ილია მეორე მას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

“კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობაზე. მინდა, წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. მისი უწმინდესობის თხოვნა და და რჩევაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”,– ამბობს მიქაელ ბორკოველი.

მისივე ინფორმაციით, გუშინ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პატრიარქს მასთან სააკაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრია.