პატრიარქმა რეგიონებში პროდუქტები გაგზავნა – ჯაღმაიძე სამხედრო მანქანებზე

“პატრიარქმა რეგიონებში პროდუქტები გაგზავნა”- ასე ეხმაურება, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, გავრცელებულ ფოტოებსა და ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოში სამხედო მანქანების შეიყვანეს.

“ჟურნალისტები მწერენ ვერტმფრენი და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები”, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.