მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, პენიტენციური ადვოკატებს არ უდასტურებს ექსპრეზიდენტის ციხიდან გაყვანას.
“ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტთან, რომლებმაც საერთოდ გადაყვანის ფაქტიც არ დაგვიდასტურეს. შესაბამისად, ერთადერთი იმედი არის სახალხო დამცველი, რომლისგანაც ველოდებით ინფორმაციას. სხვა პასუხისმგებელი უწყებები დუმან”,– ამბობს ბასილაია.
მისივე თქმით, სააკაშვილის ციხიდან გაყვანა მისი ადვოკატებისა და თავად სააკაშვილის ინფორმირების გარეშე კანონდარღვევა და გატაცებაა.
სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თვთმფრინავით რუსთავის ციხიდან გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის შესაძლოა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდეთ