პესკოვის თქმით, თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს

კრემლის სპიკერი  დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოისურვებს.

“ზელენსკიმ იცის, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება დასრულდეს, თუკი [კიევი] მოისურვებს”, – თქვა მან.