“ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტს. იმიტომ კი არა, რომ სალომე ძალიან გვიყვარს. არა, პირადად მე არ მიყვარს, მაგრამ, უბრალოდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს […] მერამდენედ ვეჩეხებით, რომ ის თითქოს საბოტაჟს უქმნის ჩვენს ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც არის […] ვეუბნებით, რომ კანდიდატი წარმოადგინოს, ამას არ აკეთებს. ბოლოს შეთანხმება იყო, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაგვეძლია და ის კანდიდატურებს წარმოადგენდა. ესეც დაარღვია […] შემდეგ სასესიო კვირაში ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს გადავლახავთ და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეროვნულ ბანკს საბოტაჟი მოუწყოს. ისევე, როგორც დანარჩენ ინსტიტუციებს”

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მისი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებას გამოეხმურა, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურის წარდგენას ეხება.