”პოლონეთის ტერიტორიაზე, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას, უკვე შეგროვდა გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც მოვლენების თანმიმდევრობას აჩვენებს”. – აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი იაკუბ კუმოჩი.
„დღეს არის უამრავი მტკიცებულება, რომ ერთ-ერთი რაკეტა, რომელსაც უნდა ჩამოეგდო რუსული რაკეტა, არ მოხვდა მიზანში, თვითგანადგურების სისტემამ არ იმუშავა და ამ რაკეტამ, სამწუხაროდ, ტრაგედია გამოიწვია“, – განაცხადა კუმოჩმა.