ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პორნო საიტის, pornhub.com–ის პრემიუმ კატეგორიის ვიდეოები იტალიის ტერიტორიაზე უფასო იქნება. საიტის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მიიღო და ამით იტალიელების მიმართ ერთგვარი სოლიდარობა გამოხატა. კომპანიის გადაწყვეტილება სოციალური პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რადგან იტალია წითელ ზონად გამოცხადდა.
“თვითიზოლაციაში მყოფების დასახმარებლად მთელი თვის მანძილზე Pornhub-ზე ვიდოების ნახვა უფასოდ, საკრედიტო ბარათის მითითების გარეშე იქნება შესაძლებელი” – ნათქვამია Pornhub-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იტალია მეშვიდე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ამ პორნოსაიტს ყველაზე მეტი მომხმარებლები ყავს. სიის ლიდერები არიან აშშ, იაპონია და დიდი ბრიტანეთი.
იტალია რამდენიმე დღეა წითელ ზონად არის გამოცხადებული. კარანტინი მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.