პრეზიდენტი ძალიან კრიტიკულ და საკვანძო სიტუაციაში ჩაერთო პირდაპირ ვაჭრობაში და პირობები დააყენა, – ასე შეაფასა პრეზიდენტის განცხადება “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით.
“მისი როლი უნდა ყოფილიყო პოზიტიური და ადამიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ უნდა მოიცავდეს წინაპირობებს. ეს ნამდვილად ამ კრიზის განმუხტვას ხელს არ უწყობს და პროცესს ართულებს. ჩვენ გამოვიჩინეთ კომპრომისი და ამ პროცესში მოქნილობა. პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სწორედ ამ კომპრომისს უშლის ხელს, როცა ის თავისი როლის შესრულების სანაცვლოდ პირობებს აყენებს”, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, ცოტახნისწინ გახდა ცნობილი რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა, „მთავარი არხის“ მეწილიე შეიწყალოს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე მხარე, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, ხელს მოაწერს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გამოაცხადა.