საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო არ დაადო. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის სასახლეში გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.
„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდნეტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა