უკრაინის პრეზიდენტი ეხმიანება პრორუსი სეპარატისტების მიერ ლუგანსკის რაიონის სოფელ სტანიცია ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას და მას “დიდ პროვოკაციას” უწოდებს.
“ლუგანსკის ოლქში პრორუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო და დიპლომატები უკრაინაში დარჩნენ, მათი სადამკვირვებლო საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის აღრიცხვისთვის”,– წერს ზელენსკი ტვიტერზე.
The shelling of a kindergarten in Stanytsia Luhanska by pro-Russian forces is a big provocation. It's important that diplomats & the @OSCE remain in ??, their monitoring activities are an additional deterrent. We need an effective mechanism for recording all ceasefire violations.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 17, 2022
ცნობისთვის, დღეს სეპარატისტებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი სტანიცია ლუგანსკა დაბომბეს, ერთ-ერთი ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა. დაშავებულია ორი ზრდასრული ადამიანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დასახლების ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს.