„ვშიშობ, პუტინი თავისთვის და რუსული ჯარისთვის დიდი ხარჯის ფასად, აგრძელებს დონბასის რეგიონში შეღწევას. ის აგრძელებს თანმიმდევრული, ნელი, თუმცა ვშიშობ, საგრძნობი პროგრესის მიღწევას და შესაბამისად, ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რომ უკრაინის ჯარის დახმარება განვაგრძოთ“

განაცხადა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა  Bloomberg TV-ის ეთერში.ჯონსონის თქმით,  პუტინის ჯარის პროგრესის ფონზე  უკრაინის არმიისთვის დახმარების მიწოდება ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.