რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტი – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ გაუქმდა ქვეყანაში მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება.

მისი თქმით, ომიკრონის პირობებში რეინფიცირება მაღალია, ვაქცინაცია კი ინფიცირებისგან ნაკლებად იცავს, ამიტომ პირი უსაფრთხოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ მას გაკეთებული აქვს PCR ან ანტიგენ ტესტი.

“მწვანე პასპორტებს სავალდებულო ხასიათზე ამ ეტაპზე არ ექნება. მწვანე პასპორტის ტექნიკური საფუძველი ომიკრონთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. რა მაქვს მხედველობაში – რეინფიცირება მაღალია ომიკრონის პირობებში, ამდენად ეს არ არის გარანტია, რომ პირი იქნება უსაფრთხო, როცა ის შევა რომელიმე იმ ბიზნეს გარემოში, რაც მწვანე პასპორტთან მიმართებით გამოვიყენეთ.

ვაქცინაციაც ვიცით, რომ გარკვეულწილად არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, უფრო მეტად არის დაცვა ჰოსპიტალიზაციისგან და გართულბებისგან. ამდენად, ყველაზე ძლიერი ფაქტორი აქ გამოდის PCR ტესტირება. რომ ვთქვათ, რომ პირი არის ეპიდემიურად უსაფრთხო, ეს არის ახლადჩატარებული ტესტი. დღევანდელი სიტუციიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ მწვანე პასპორტის სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინციის კამპანია უნდა შესუსტდეს”,– ამბობს გაბუნია ბრიფინგზე.