რა მოხდება, თუ მსოფლიო რუსეთის გამარჯვებას დაუშვებს – პოდოლიაკის მოსაზრება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი გადაწყვეტს, როგორი იქნება მსოფლიო ხვალ.

მისი აზრით, უკრაინასთან რუსეთის გამარჯვების დაშვება “პანდორას ყუთს გახსნის”.

“რატომ აქცევს მსოფლიო უკრაინას უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე აფრიკას ან აღმოსავლეთს?” – ასეთ ნარატივს ხელს უწყობენ რუსეთის გავლენის აგენტები. მხოლოდ ბარბაროსებს შეუძლიათ ტრაგედიების გაზომვა. უკრაინის ომი არ არის ლოკალური კონფლიქტი – ეს არის საკითხი, როგორი იქნება მსოფლიო ხვალ.

რუსეთის გამარჯვების დაშვება ნიშნავს პანდორას ყუთის გახსნას და კაცობრიობის უკან დაბრუნებას ბნელ საუკუნეებში. ნებისმიერი ავტოკრატი შეძლებს ტერიტორიული კონფლიქტების პროვოცირებას, ქვეყნების ხელში ჩაგდებას და ერების განადგურებას. რუსეთის ფედერაციის შეჩერება ყველა ცივილიზებული ქვეყნის მისიაა. დრო არის, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ”,– წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.