რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას  მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ილია შამუგია დაიკავებს.

გარდა ამისა, პრემიერის ბრძანებით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დირექტორი – ლევან სუხიტაშვილი პოსტიდან გათავისუფლდა.

ამასთანავე დღეს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა