როგორც ჩანს, უკრაინამ ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო – ომის კვლევის ინსტიტუტი

როგორც ჩანს, უკრაინამ ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო – ამის შესახებ  ნათქვამია, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW)  ახალ ანგარიშში სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, გადაწყვიტა დატოვოს ხარკოვის გარშემო თავისი პოზიციები, ამის მიზეზი კი უკრაინის კონტრშეტევებია და ოკუპანტების შეზღუდული გაძლიერებაა.

  • “ამრიგად, უკრაინამ, როგორც ჩანს, მოიგო ბრძოლა ხარკოვისთვის. უკრაინულმა ძალებმა რუსულ ჯარებს არ მისცეს უფლება, უკრაინისთვის ალყა შემოერტყათ, რომ არაფერი ვთქვა დაპყრობაზე, შემდეგ კი გააძევეს ქალაქის შემოგარენიდან, როგორც მათ გააკეთეს ეს რუსულ ჯარებთან, რომლებიც კიევიც დაპყრობას ცდილობდნენ”, – ნათქვამია ISW-ის კვლევაში.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის გარშემო პოზიციების მიტოვება დაიწყეს. ამასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.