როგორ შეიძლება აწარმოო მოლაპარაკებები ნიანგთან იმ დროს, როცა ის შენს მარჯვენა ფეხს ჭამს– ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბლუმბერგთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინას უფრო მეტი შეტევითი იარაღი ჭირდება, მათ შორის შორი მანძილის ზალპური ცეცხლის სისტემები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის ჯერ არ გადაუციათ.

“ვშიშობ, რომ პუტინი მისთვის და რუსული ჯარისთვის დიდი დანაკარგების ფასად განაგრძობს მიწის ღრღნას დონბასში. ის აღწევს თანდათანობით, ნელ, მაგრამ ვშიშობ რომ საგრძნობ პროგრესს, ამიტომაც სრულიად აუცილებელია, რომ ჩვენ განვაგრძოთ უკრაინელების მხარდაჭერა სამხედრო თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოგვადუნოს უკრაინელების საოცარმა ჰეროიზმმა და ის, რომ მათ კიევიდან რუსები გაყარეს.“–თქვა ჯონსონმა და ომის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზეც ისაუბრა:

“როგორ შეიძლება მოლაპარაკებები აწარმოო ნიანგთან იმ დროს, როცა ის შენს მარჯვენა ფეხს ჭამს. სწორედ ეს არის, რასაც პუტინი აკეთებს. ის შეეცდება კონფლიქტი გაყინოს, კიდევ ცდის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს… რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, მსოფლიოს ეს ძალიან ჭირდება. მაგრამ ერთადერთი გზა ომის დასრულებისთვის არის, რომ პუტინმა აღიაროს, რომ მისი “დენაციფიკაცია“ მოხდა. და ის შეძლებს კონფლიქტიდან ღირსეულად გამოვიდეს.“–თქვა ჯონსონმა.