როენა ხუცურაული საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სასტუმრო “მამიდას” მფლობელი, როენა ხუცურაული  საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, გულის პრობლემები სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.

ხუცურაული წარსულში ნასამართლევი იყო პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით. მას 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა.