რომელ წესს ვარღვევთ ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით სტადიონზე? ვისაც საქართველოს დროშა შეურაცხყოფს, იმას უნდა გავუფრთხილდეთ? – ბოკერია კალაძეს

“რომელ წესს ვარღვევთ ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით სტადიონზე? ვისაც საქართველოს დროშა შეურაცხყოფს, იმას უნდა გავუფრთხილდეთ? “- ასე პასუხობს, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია თბილისის მერს კახა კალაძეს.

“მივიღეთ სრულიად აბსურდული, შეურცხმყოფელი მოწოდება კალაძისგან, ერთ-ერთი ლიდერისგან ქართული ოცნების, თბილისის მერისგან, რომ თურმე მოგვიწოდა ევროპულ საქართველოს, რომ სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ. მე ჯერ პრობლემა მაქვს ამ კონტექსტში პოლიტიკას როდესაც ხმარობ, როდესაც უკრაინის არსებობასა და არ არსებობაზეა ლაპარაკი და არამარტო უკრაინის, პუტინის სიტყვებს ვინც მოუსმინა, ის არ ცნობს საერთოდ არც ერთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ეს არ არის ვიწრო გაგებით პოლიტიკა.

მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მთავარი კითხვა რაზეც მაქვს, რასაც ვითხოვთ, რომ დააზუსტოს და განმარტოს – რომელ წესს ვარღვევთ ჩვენ, ან არღვევს საქართველოს მოქალაქე, ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით სტადიონზე? სად წერია ეს? აქ ხო ლაპარაკი არ არის, რომ აგრესიული ლოზუნგია ვინმესი, რომელიც შეიძლება საბაბი იყოს, რომ არა, ეს არ შეიძლება, საქართველოსა და უკრაინის დროშებზეა საუბარი, ორიგინალური ფორმით. ეს არის ზუსტად ის ბალანსი – თან საზოგადოებრივ პოზიციას აფიქსირებ, თან არ არღვევ არც ერთ წესს. ეს გვითხრას, თუ შარზე არ არიან და თუ არ უნდათ თავის გამოჩენა ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით, რომ აი, უფრთხილდებიან. ვისთვისაც საქართველოსა და უკრაინის დროშები არის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, იმის გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ? ის რომ თამაშობდა კიევის დინამოში და მხარს უჭერდა ბევრი, განსაკუთრებით რუსული გუნდების წინააღმდეგ, იქ საქართველოს დროშა რომ გამოეფინა ვინმეს, ეს მისთვის იქნებოდა მიუღებელი?”, – თქვა ბოკერიამ.