როცა კრიზისისას უარს ამბობს ხალხთან კომუნიკაციაზე და მერე ასეთ ვიდეოს დებს, არაადეკვატურია – ნოდია ივანიშვილზე

პოლიტილოგი გია ნოდია ივანიშვილის TikTok ვიდეოს ეხმიანება და ამბობს, რომ პოლიტიკოსის ოჯახის წევრებთან ერთად ,,ცანცარში” პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ქვეყნის ფაქტობრივი პირველი პირი რომ ჯერ უარს ამბობს ხალხთან კომუნიკაციაზე და შემდეგ ასეთ ვიდეოს დებს, არააადეკვატურია.

,,ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ნებისმიერი ასაკის და თანამდებობის ადამიანმა ოჯახის წევრებთან ერთად როგორც უნდა ისე იცანცაროს. კაცია და გუნება.

მაგრამ როცა სახელმწიფოს ფაქტიური პირველი პირი კრიზისულ სიტუაციაში ჯერ უარს ამბობს ხალხთან კომუნიკაციაზე და მერე ასეთ ვიდეოს დებს, ეს ნიშნავს, რომ სრულიად არაადექვატურია.

მისიანებმა, ცხადია, უნდა აპრავონ, სხვა რა გზა აქვთ,”- წერს გია ნოდია Facebook-ზე.

ივანიშვილი თავის შვილთან, ბერასთან ერთად კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საზოგადეობის წინაშე პირველად 21 აპრილს, TikTok ვიდეოში გამოჩნდა. ამას ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.