რუსებმა ლისიჩანსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

“დაახლოებით 6:30 საათზე მტერმა ცეცხლი გახსნა ლისიჩანსკის ერთ-ერთი რაიონის საცხოვრებელ უბნებზე. განადგურდა შენობები. ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობაზე. მაშველები ცოცხლების გადარჩენას ცდილობენ”, – წერს ის.