რუსებს უჭირთ მობილიზებულთა მომზადება, წვრთნები ბელარუსში ტარდება – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსებს უჭირთ მობილიზებულთა მომზადება, ამიტომ სამხედრო წვრთნები ბელარუსში ტარდება – ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია,რომ რუსეთი ამჟამად ცდილობს სამხედრო წვრთნა უზრუნველყოს მობილიზებულთა და სასწრაფოდ გამოძახებულთათვის, ყოველწლიური საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში.

“რუსეთს უჭირს მობილიზებული რეზერვისტებისა და წვევამდელების მომზადება სამხედრო სამსახურისთვის, ბელარუსის ტერიტორია წვრთნებისთვის გამოიყენება. […]  რუსეთში ინსტრუქტორების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნაკლებობის გამო, რუსული ჯარები ბელარუსში წვრთნებს ატარებენ. ძალების განლაგება მცირე ან უვარგისი წვრთნით უზრუნველყოფს მცირე დამატებით შეტევით საბრძოლო შესაძლებლობებს,” – განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.