რუსეთის დასამარცხებლად 4-5 თვე და ბევრი იარაღი გვჭირდება – გერაშჩენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხებისთვის 4-5 თვე და ბევრი იარაღი სჭირდება.

“მინდა გავაფრთხილო ყველა სიძულვილის წინააღმდეგ. არის მოსაზრებები, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, რუსეთი ხვალ დაიწყებს დაშლას. ეს ჯერ შორს არის.

რუსეთი სამხედრო გზით დასამარცხებლად, ვფიქრობ, სამი-ოთხ-ხუთი თვეა საჭირო, ბევრი იარაღი. ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს რუსების დახოცვის სურვილი აქვთ“, – განაცხადა მან Unian-ის ცნობით.

გერაშჩენკოს შეფასებით, პუტინმა რუსეთში მმართველობის ჩრდილოეთ კორეის მსგავსი მოდელი ააშენა.

“რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან შიდა პრობლემებს, ამას წლები დასჭირდება, რადგან დღეს მათ, ფაქტობრივად, ააშენეს ჩრდილოეთ კორეა. მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში შემოჭრის შემდეგ სასწრაფოდ მიიღეს კანონები, რომლებიც, ჩემი აზრით, უფრო მკაცრია, ვიდრე საბჭოთა პერიოდში. ფაქტობრივად, დისიდენტების წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა, ადამიანებს აკავებენ, თუნდაც ისინი გამოდიოდნენ ლოზუნგით “მშვიდობისთვის“, “არა ფაშიზმს“,– ამბობს მინისტრის მრჩეველი.

გერაშჩენკო აღნიშნავს, რომ რუსეთმა ააგო “ასო Z-ის კულტი”, რაზეც უკრაინის საინფორმაციო ბრძოლის ჯგუფი უკვე ამზადებს პასუხს.