“უკრაინის ტერიტორიები დროებით ოკუპირებულია. ეს პრინციპში მშვიდად უნდა მივიღოთ, რადგან ომი ომია. ჩვენ დაგვჭირდება ამ ტერიტორიების გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის რუსეთის ფედერაცია.

ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი, რომელსაც სამწუხაროდ, ბევრი რესურსი აქვს. მიუხედავად ამისა, სავსებით შესაძლებელია მათთან გამკლავება იმ ბოროტების დასჯის თვალსაზრისით, რაც მათ ამ სამყაროში მოიტანეს,” 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.