რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს მოუწოდებს , თავი შორს დაიჭიროს, ყირიმისა და შავიზღვისპირა რეგიონისგან. როგორც, გავრცელებულ ირონიულ განცხადებაშა აღნიშნული, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბოკოვი ამბობს, “ასე ჯობია მათთვის (ამერიკისთვის). რიაბკოვი ასევე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, პროვოკაციის მოწყობას ცდილობს, როცა შავ ზღვაში თავის სამხედრო გემებს უშვებს.
“ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, მათთვის უკეთესი იქნება, ყირიმისა და ჩვენი შავიზღვისპირა სანაპიროსგან თავი შორს დაიჭირონ. ასე მათთვის აჯობებს. ამერიკულ სამხედრო გემებს ჩვენი სანაპიროების მახლობლად არაფერი ესაქმებათ. ეს ძალზედ პროვოკაციული ქმედებაა, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ გამძლეობაზე გვცდიან, ჩვენს ნერვებზე თამაშობენ. არაფერი გამოუვათ”,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბოკოვმა.