რუსეთი ოკუპირებული რეგიონებიდან მოქალაქეების ჯარში გაწვევას აპირებს – უკრაინის დაზვერვა

რუსეთი ოკუპირებული ხერსონიდან და ზაპოროჟიიდან მშვიდობიანი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში გაწვევას აპირებს. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახური უკრაინულ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების ნებისმიერი სახით გაწვევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, თუნდაც რუსეთის მხრიდან ეს წარმოდგენილი იყოს მათი კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც მოხალისეობრივი ან სამხედრო სამსახური, ჟენევის კონვენციის 51-ე მუხლის დარღვევაა”. – ნათქვამი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.