რუსეთმა ერთ დღეში 500 სამხედრო და 4 შვეულმფრენი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

რუსეთმა ერთ დღეში 500 სამხედრო, 15 ტანკი და 4 შვეულმფრენი დაკარგა – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 57 200-მდე სამხედრო დაკარგა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი – 57 200 სამხედრო
  • ტანკები – 2 290
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები – 4 857
  • საარტილერიო სისტემები – 1 369
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 330
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 172
  • თვითმფრინავი –  260
  • ვერტმფრენები – 224
  • გემები / ნავები – 15
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 970
  • სპეციალური აღჭურვილობა – 131