რუსეთმა კიდევ ერთი ხომალდი დაკარგა – უკრაინული მედია

უკრაინული მედია Defence Express-ის ცნობით, რუსეთმა “უაზროდ” დაკარგა კიდევ ერთი ხომალდი, რომლის შეკეთებასაც სწრაფად ვერ შეძლებენ. საუბარია რუსულ საპატრულო გემ “Расул Гамзатов”-ზე, რომელიც ეკუთვნოდა FSB-ს სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვას.

მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ხომალდი ვოლგა-დონის არხში ბუქსირების დროს დაზიანდა – გაფუჭდა გემის პროპელერ-საჭის ჯგუფის ელემენტები. ოკუპანტები გეგმავდნენ მის გადატანას კასპიიდან აზოვის ზღვაში.

გამოცემისვე ცნობით, რუსები ვერ შეძლებენ ამ გემის სწრაფად აღდგენას მათთვის ტრადიციული მიზეზის გამო – სარემონტო სამუშაოებისთვის სათადარიგო ნაწილები არ აქვთ.

აღნიშნული ხომალდი ექსპლუატაციაში 2021 წლის 30 ნოემბერს შევიდა, შესაბამისად, მან ფუნქციონიერება 5 თვეზე ნაკლებ ხანს შეძლო.