რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვის შემდეგ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის შეწყვეტა დაიწყო. იტყობინება, მოლდოვის ვიცე-პრემიერი.
”რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში ჩაძირა” – პრეზიდენტმა მაია სანდუმ გამოაქვეყნა განცხადება ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ.
„რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ადამიანებს, ანგრევს საცხოვრებელ კორპუსებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას… ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რეჟიმს, რომელიც გვტოვებს სინათლისა და სითბოს გარეშე, რომელიც განზრახ კლავს ადამიანებს. რაც არ უნდა რთული იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვას მომავალი გზა თავისუფალი სამყაროს მიმართულებით უნდა იყოს“, – წერს სანდუ.