რუსეთის ფედერაციამ უკრაინიდან დიპლომატებისა და საკონსულოების თანამშრომლების ევაკუირება დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის მიზეზი დიპლომატების უსაფრთხოების დაცვაა.
უწყების მტკიცებით, დიპლომატები ბოლო წლების განმავლობაში აგრესიული ქმედებების მსხვერპლი ხდებოდნენ.
“მათი მიმართულებით ისმოდა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები, წვავდნენ მათ ავტომობილებს. კიევის ხელისუფლება არ რეაგირებდა საკონსულო და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციების შესაბამისად.
ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოების გენერალური საკონსულოების თანამშრომლებზე. მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინაში მოქმედი დიპლომატიური დაწესებულებებიდან პერსონალი გაიყვანოს”,– ვკითხულობთ განცხადებაში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ საელჩოებში დოკუმენტებს ანადგურებენ.